Microtech Halo 3 – ამ კომპანიის ლეგენდარული მოდელი, რომლის წარმოებაც high altitude low opening სახელით დაიწყო 1994 წელს, მისი სახელი HALO პარაშუტისთა ტერმინოლოგიიდანაა. პირველი გრავიტაციული OTF (Out The Front) დანა იყო პარაშუტისტებითვის შექმნილი. ამ ინსპირაციით მაიკროტეკმა შექმნა HALO როგორც ერთმაგი მოქმედების OTF უკვე ავტომატური და არა გრავიტაციული, რომლის გახსნაც ხდება ღილაკით, დაკეტვა კი სპეციალური ბერკეტის გადატენვით. პირის ფორმა ტანტო, ფოლადი 154- CM, პირის დაფერვა შავი, ტარი საავიაციო ალუმინი, გამოშვების წელი 11.2002, ეს არის დრო როდესაც მაიკროტეკმა დაასრულა HALO II-ს წარმოება ოქტომბერში და დაიწყო ნოემბერში HALO III-ზე მუშაობა. მისი ფორმა განსხვავებულია HALO II-სგან, მეტად წელში გამოყვანილი ტარის ფორმა და მასზე დამატებული ხელის კომფორტული მოჭდებისთის სპეციალური ღარები. განკუთვნილია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მომხმარებლებისთვის. მისი სიმარტივე და გამძლეობა განსაკუთრებით ფასდება პროფესიონალებში, მაგრამ მისი აგრესიული და საიმედო მექანიზმი, აგრეთვე მაღალი ხარისხის მასალები, მას იდეალურს ხდის სამხედრო, სამაშველო და პროფესიონალურ გამოყენებაში. ამ მოდელის წარმოება შეწყვეტილია. მას შემდეგ 3 სხვადასხვა თაობა Halo იქნა ნაწარმოები და მეექვსე თაობაზე შეწყდა წარმოება ზოგადად ამ მოდელის. დანა დამზადებულია Microtech-ის დაარსების ლეგენდარულ ლოკაციაზე შტატ ფლორიდაში, ვერო ბიჩზე. დანა საკოლექციო კატეგორიის და მისი შოვნა ამ მდგომარეობაში ფაქტიურად შეუძლებელია.
გაყიდულია
Microtech Halo 3 Tanto 2003 Black blade
₾0.00
არ არის მარაგში
ეს ნივთი ამჟამად არ არის მარაგში.
შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა და ჩვენ შეგატყობინებთ, ნივთის მარაგში დაბრუნებას
პირი | სიგრძე – 10.1 სმ, ტანტოს სტილის |
---|---|
ფოლადი | 154 CM |
გაშლილის სიგრძე | 23.8 სმ |
წონა | 99 გრ |
ტარი | ალუმინის |
გამხსნელი მექანიზმი | ავტომატური (OTF), ერთმაგი მოქმედების |
მდგომარეობა | კერძო კოლექციიდან |
დამზადებულია | აშშ-ში |
მწარმოებელი |