გამოწერის სერვისისთვის
Knifegallery გთავაზობთ დანის გამოწერის სერვისს. ეს სერვისი მოიცავს კონკრეტული თქვენთვის სასურველი ფაქტიურად ნებისმიერი მოდელის, მსოფლიოს მასშტაბით მოძიებას კოლექციონერებში, მაღაზიებსა თუ გამოფენებზე და ჩამოტანას. ასევე განბაჟების სერვისს. ამ სერვისისათვის საჭიროა: 1.დანის მწარმოებელი 2.დანის მოდელი 3.დანის კონკრეტული კონფიგურაცია (მასალა, ფოლადი, დაფარვა, სერია და ა.შ.) თქვენ არ ხართ შეზღუდული სურვილებში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიძიოთ და ჩამოვიტანოთ როგორც საავტორო(Custom made) ისე სერიული დანები თუნდაც ამჟამად მათი წარმოება შეჩერებული იყოს. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ თქვენ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ 24-48 საათის განმავლობაში, რომ შეგატყობინოთ სავარაუდო ფასი და დროის ჩარჩო. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მოგაწვდით ინვოისს (საბოლოო თანხის დაახლოებით 50%) გადახდისთანავე, ჩვენ შევუდგებით ძიებას და დანას მოგაწვდით დაახლოებით 30-45 დღის ვადაში. მადლობას გიხდით Knife Gallery-ის სერვისებით სარგებლობისთბის.